
თეთრ სახლში ურთიერთობები ნელ-ნელა იძაბება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ორ თანამშრომელს შორის - პრესმდივანს კარინე ჟან-პიერსა და სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს ჯონ კირბის შორის. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios წერს.
თეთრი სახლის წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კირბისა და ჟან-პიერს შორის უთანხმოება საჯაროდ არ ჩანს. უფრო მეტიც, ორივე რეგულარულად პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. კირბი სპეციალიზირებულია საერთაშორისო, ჟან-პიერი კი საშინაო საკითხებში.
ამავდროულად, კულუარებში მათი ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, რადგან კირბი კოლეგებთან საუბრისას ცხადყოფს, რომ ის ჟან-პიერის თანამდებობას უმიზნებს. თავად თეთრი სახლის პრესმდივანი იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს თანამდებობას, თუ ბაიდენი ხელახლა აირჩევა 2024 წელს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარინე ჟან-პიერმა გააკრიტიკა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მუშაობა. მისი თქმით, პარლამენტის ქვედა პალატაში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის პროდუქტიული დიალოგი ჯერ არ მიმდინარეობს.
0
0