-share.jpg)
საქალაქო სასამართლო ტერორისტული დანაშაულისთვის დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
ბრალს, რომელიც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თავად დაკავებულები უარყოფენ. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში გამოძიების მიერ საკმარისი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.
გამოძიებას ბრალის დასადგენად ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობებიც აქვს. ეს ის ძირითადი მტკიცებულებებია, რომელთა საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე ტერორიზმის ბრალდებით დააკავა.
ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები. უწყების ცნობით, მტკიცებულების სახით ამოღებული დროშებიც, რომლებზეც ტერორისტული ორგანიზაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკებია გამოსახული.
0
0