
სულ იმას ლაპარაკობენ, რომ შეშინებული ვართ, არადა, ხუთი რევოლუცია მოვიგერიეთ და ათი არჩევნები მოვიგეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეხება ხელისუფლების არალეგიტიმურად წარმოჩენის ხანგრძლივი და სისტემატური ქმედების დასჯადად გამოცხადებას.
„ისევ თუ ფიქრობენ, რომ გვეშინია, შემდეგ არჩევნებსაც მოვიგებთ და თუ რაიმე რევოლუციას დააანონსებენ, იმასაც მოვიგერიებთ. რაც შეეხება ლეგიტიმურობის ნაწილს, ეს ეხება არა თქვენს ან ჩემს მოსაზრებას, არამედ იმას, როცა ამას სისტემური ხასიათი აქვს და ისეთ გარემოს ქმნიან, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურად წარმოაჩინონ, რათა შემდეგ უკანონო ქმედებები განახორციელონ. ეს ხანგრძლივი და სისტემატური ქმედება უნდა იყოს, რომ ამან სახელმწიფოს მხრიდან დასჯადი რეაქცია გამოიწვიოს. ამას გამოხატვის თავისუფლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ის, რაც დაფარულია და რისი დეკლარირებაც არ უნდათ, რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს მოხმარდება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
0
0