
ქართული სახელმწიფო ქართულ პოლიტიკაში „შავი ფულის“ არსებობას არ დაუშვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, არც ერთი თავმოყვარე, უთავმოყვარეო ქვეყანაც კი, ფორმალურად არ დაუშვებს უცხო ქვეყნებიდან თანხების საკუთარ სახელმწიფოში შეტანას.
„განსაკუთრებით ჰელსინკის კომისიის შეხვედრის შემდეგ ყოვლად არასერიოზულია იმის თქმა, რომ ამ ცვლილებების მომზადება ცენზურა და ზეწოლაა. იქ ნათლად ითქვა და ორგანიზაციებიც კი დასახელდა, ვინ აპირებს საქართველოში უკანონოდ ფულის შემოტანას ისევ ექსტრემიზმისა და რევოლუციური სცენარების დასაფინანსებლად. მათ არც მიზანი დაუმალავთ და არც ის, რომ ამას აკეთებენ. ნიფნიფისა და ნაფნაფის ხუხულაც ვნახეთ ესტონეთში. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ვითომ იქ არიან რეგისტრირებული, რომლებიც მილიონობით დაფინანსებას იღებენ. ქართული სახელმწიფო ქართულ პოლიტიკაში „შავი ფულის“ არსებობას არ დაუშვებს. რა თქმა უნდა, ყველა უკანონო გზა იქნება აღკვეთილი. მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოში უკანონოდ ფულის შემოტანას აპირებენ. ისინი როცა გამჭვირვალობაზე ამბობენ უარს, ამაზე გვაქვს რეაქცია. სუვერენიტეტის დაცვის მიზნით თავდაცვითი რეაქცია გვაქვს. ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ და თან ისე კი არა, რომ ჩუმად აკეთებდნენ, არამედ ამას მაღალი ტრიბუნებიდან აცხადებენ. ხვალ მოიფიქრებენ ახალს, რომ ქართულ პოლიტიკაში ფული შემოიტანონ, ხვალაც გვექნება რეაქცია. ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტის თავდაცვით რეჟიმში ვართ. გვაიძულეს, თავდაცვით რეჟიმში ვიყოთ. ფულის შემოტანას რომ აპირებენ, ჩვენ მოვიგონეთ? ამას თავად ამბობენ საჯაროდ. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა, უთავმოყვარეოც კი, ფორმალურად არ დაუშვებს უცხო ქვეყნებიდან თანხების საკუთარ სახელმწიფოში შეტანას“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
0
0
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
18/02/2026