15/07/2022
12:53
სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს გამოძიების ფარგლებში სახლიდან ამოღებული ნივთმტკიცებულებები უკან დაუბრუნეს. ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მტკიცებულებების სახით ოჯახიდან ამოღებული იყო მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონი, თანხა და პირადი კომპიუტერის პროცესორი.
საქმეზე გამოძიება 2020 წელს შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაურღვევია მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია, გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
"ეს ტელეფონი დღეს ჩემთვის ნიშნავს თემილანის გულს. ამაში მისი ცხოვრებაა, ამაში დღეს ჩემი ცხოვრებაც არის, ჩვენი ორივეს ცხოვრება დღეს ამ ტელეფონშია. სანამ ამ ტელეფონს დაგვიბრუნებდნენ, აქედან ამოშლილი იქნა "ფეისბუქი" იმიტომ, რომ ისინი აცხადებდნენ, ფეისბუქის მეშვეობით რაღაც ჰქონდა ატვირთული, ეს აბსურდი და ტყუილი იყო,"-აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი.
0
0