პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი, სავარაუდოდ, მოსკოვშია.
როგორც რუსული “რია ნოვოსტი” წერს, ის ავტომობილი, რომლითაც ჟურნალისტი რუსეთის დედაქალაქში გადაადგილდება, ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლისას დააფიქსირეს.
“ავტომობილი, რომლითაც ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, სავარაუდოდ, მოსკოვში მოგზაურობს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენიშნეს. მანქანამ პუტინის რეზიდენტია დატოვა”, იუწყება რია ნოვოსტის კორესპონდენტი.
რუსული მედია დეტალებს არ წერს. ასევე უცნობია, შეხვდა თუ არა, ტაკერ კარლსონი პუტინს.
როგორც ცნობილია, ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ შარშან აპრილში დატოვა.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ფოქსისა“ და ბატონი კარლსონის „გზები გაიყო“.
კონსერვატორ ჟურნალისტს, ტაკერ კარლონს „ფოქს ნიუსის“ ეთერში საკუთარი პოლიტიკური შოუ 2016 წლიდან მიჰყავდა. მისი ბოლო გადაცემა „ფოქს ნიუსზე“ 21 აპრილს გავიდა ეთერში. როგორც არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, პრაიმ ტაიმში გადაცემას დროებით სხვადასხვა წამყვანი ეყოლება, ვიდრე არხი კარლსონის შემცვლელს იპოვის.
0
0