28/02/2026
12:26

კომპანია „თელასი“ თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რომ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს
„დღეს თბილისის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მომხმარებელს.
დილის ხუთ საათზე დაზიანების მიზეზით ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი-1 , მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო. აღდგენითი სამუშაოები მალე დასრულდება და შესაბამისად, 30 000 მომხმარებელს ელექტროენერგია მიეწოდება.
ასევე დილის 10 საათისთვის დაზიანდა მთაწმინდა 1 და2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70000 მომხმარებელს.
თელასის ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რომ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს“, – ნათქვამია „თელასის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0