ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროდან ისევ იუსტიციაში გადაინაცვლებს და რატი ბრეგაძეს ჩაანაცვლებს.
რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, სოციალურ ქსელში დღეს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილს “მეგობარი” უწოდა და მადლობა გადაუხადა.
წულიკიანი თანამშრომლებს პარასკევს უკვე დაემშვიდობა და აცნობა, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდში უფრო აქტიური უნდა იყოს და სხვა პოზიციაზე უწევს გადანაცვლება. იგი ჯერ კიდევ პარასკევს დაემშვიდობა ყველას.
დღეს, მინისტრმა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა: "სანამ თქვენ [მთავარი არხი] იარსებებთ, მეც ვიარსებებ".
spnews-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება მინისტრთა კაბინეტში.
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
ცვლილებებია მოსალოდნელი ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და კულტურის სამინისტროებშიც.
ამასთან, თანამდებობას სავარაუდოდ დატოვებს სუს-ის ხელმძღვანელიც, გრიგოლ ლილუაშვილიც.
24 იანვარს გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებზე ერთმანეთს შეცვლიან.
პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი უკვე დატოვა.
“ქართული ოცნების” ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.
0
0