თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: ეს ხელისუფლება ერთ დღეს, დიახ, შესაცვლელი იქნება. უბრალოდ, ამას გოტასნაირები ვერ შეცვლიან. ბიძინა ივანიშვილი ვერ წავა და გოტა ვერ მოვა, თეა ვერ წავა და გოტა ვერ მოვა
A-
+A

"ეს ხელისუფლება ერთ დღეს, დიახ, შესაცვლელი იქნება. უბრალოდ, ამას გოტასნაირები ვერ შეცვლიან. ბიძინა ივანიშვილი ვერ წავა და გოტა ვერ მოვა, თეა ვერ წავა და გოტა ვერ მოვა."-ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელს, გოტა ჭანტურიას.
"ვერ ვიხსენებ, მაგალითად ჩემი მხრიდან, რომ თუნდაც ნაციონალების დროს, რომელიმე პოლიციელისთვის ისეთი უზრდელობა მეკადრებინოს როგორიც თქვენ იკადრეთ... ნაციონალების დროს, როდესაც ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს. პოლიციელისთვის არაკაცი მაშინაც კი არ გვიწოდებია. ასე თქვენ, ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში. ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, არასდროს გადაგვიჯეგავს ის, რაც არის ქართული, ეროვნული სახელმწიფოს ატრიბუტიკა. ამიტო ვერ ჯაბნით ოცნებას, ვერ მოდიხართ ხელისუფლებაში. არადა, ეს ხელისუფლება ერთ დღეს, დიახ, შესაცვლელი იქნება. უბრალოდ, ამას გოტასნაირები ვერ შეცვლიან, ბიძინა ივანიშვილი ვერ წავა და გოტა ვერ მოვა, თეა ვერ წავა და გოტა ვერ მოვა. ძალაუფლების წყურვილით ხართ შეპყრობილი, მაგრამ ვერ მოხვალთ. თქვენი მაქსიმუმი და სავალალო წვლილი ამ ქვეყნის დაღუპვაში ის იყო, რომ თქვენ, სამარცხვინო პედაგოგი იყავით. მე არც მინდა წარმოვიდგინო, თქვენ ჩვენს ბავშვებს რას ასწავლიდით. ბატონმა ვახტანგმა თქვა, რომ ასწავლიდით, როგორ გამოხატონ პროტესტი. თქვენ პედაგოგიც კი არ უნდა ყოფილიყავით, არამც თუ მომავალი ხელისუფლება."- მიმართა თეა წულუკიანმა გოტა ჭანტურიას
0
0
106
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%