
თბილისში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა
მემორიალური დაფა დიდი მოღვაწის სახლთან მისმა მეუღლემ, ლალი სეთურიძემ და ფონდ „ქართული გალობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა გოთუამ გახსნეს.
„ანზორ ერქომაიშვილი ქართული ფოლკლორისთვის, შეიძლება ითქვას, პატრიარქია და, შესაბამისად, ეს არის ყველაზე მცირედი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა მისი სახელის უკვდავსაყოფად. მადლობა მას იმ შემოქმედებისთვის, რაც დაგვიტოვა; მადლობა გადარჩენილი ფოლკლორისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და მადლობა იმ საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა", - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი.
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლები - „რუსთავი“ და „მართვე".
0
0