
5 ნოემბერს, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი გაიმართება, სადაც მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოს ნეიტრალიტეტის პერსპექტივაზე იმსჯელებენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან - პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრი „Neutrality Studies“.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და გეოპოლიტიკის ანალიტიკოსები.
ღონისძიების პროგრამა ოთხ თემატურ პანელს აერთიანებს, სადაც 14 მომხსენებელი მულტიპოლარულ სამყაროში ნეიტრალიტეტის იდეის ისტორიულ გამოცდილებასა და სამხრეთ კავკასიის კონტექსტში ნეიტრალიტეტის პერსპექტივაზე იმსჯელებს.
თბილისის ნეიტრალიტეტის საერთაშორისო ფორუმის სპიკერები არიან:
პასკალ ლოტაზი (Pascal Lottaz)-კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „Neutrality Studies“-ის დამფუძნებელი, ჰაინც გერტნერი (Heinz Gärtner)- ვენის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIP) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საკარი ლინდენი (Sakari Linden)- საერთაშორისო საქმეთა სპეციალისტი, ევროპარლამენტის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი, პეტრე მამრაძე (Petre Mamradze) -ქართველი პოლიტიკოსი, მეცნიერი და პოლიტოლოგი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი (2008–2012) პიეტრო შაქარიანი (Pietro Shakarian)-სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ისტორიის მიწვეული ლექტორი, მოჰამად მარანდი (Mohammad Marandi) - თეირანის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურისა და ორიენტალიზმის პროფესორი (ონლაინ) რეინ მიულერსონი (Rein Müllerson)-ესტონელი იურისტ-მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ლაშა კასრაძე--ქართველი საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი, პოსტსაბჭოთა სივრცის გეოპოლიტიკის სპეციალისტი, რისტიან ატრიანდი სუპრიანტო (Ristian Atriandi Supriyanto) ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ცენტრის მკვლევარი, ინდონეზიის უნივერსიტეტის ლექტორი (ონლაინ) სტივ ჯერმი (Steve Jermy) -ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის თადარიგის ოფიცერი, სტრატეგიული ანალიტიკოსი და ავტორი, ლევან ნიკოლეიშვილი- პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლარი ჯონსონი (Larry Johnson) - CIA-ის ყოფილი ანალიტიკოსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ანტი ტერორიზმის მიმართულებით. ჯეიმს უ. კარდენი (James W. Carden) აშშ-რუსეთის ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიის ყოფილი მრჩეველი, „The American Conservative“-ის მიმომხილველი და რედაქტორი, „The Nation“-ის ავტორი, კონსტანტინე ჟღენტი (Konstantin Zghenti) — ქართველი კარიერული დიპლომატი, საქართველოს ყოფილი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთსა და ქუვეითში.
ფორუმის მიზანია, საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესახებ დისკუსიის გლობალურ დღის წესრიგში გატანა, ასევე ყველა იმ პოზიტიური შედეგის ანალიზი, რაც დაკავშირებულია ნეიტრალიტეტთან - უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სუვერენიტეტის დაცვის თუ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის მიმართულებით.
ფორუმის სამუშაო ენა ინგლისურია. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
თარიღი: 2026 წლის 5 ნოემბერი 11:00 -18-00-მდე
ადგილი: სასტუმრო „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“
ორგანიზატორები: „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და „Neutrality Studies“
0
0