02/02/2022
12:31
პოლიტიკა
როგორც კახა კალაძე განმარტავს, არასწორ ინფორმაციას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სიცრუე ვიხილეთ, არასწორი ინფორმაცია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვყვებოდი ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და ვსაუბრობდი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება. ამაზე ვისაუბრე ერთ-ერთი გადაცემაში და ეს ამოჭრეს, ისე დაატრიალეს, თითქოს, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ამით, მათივე ჭკუით, იმის თქმა უნდოდათ, რომ გლდანელებს შეურაცხყოფას ვეყენებდი. რეალურად, საუბარი იყო, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, ბინა მქონოდა დედაქალაქში. მამიდასთან გავატარე საუკეთესო წლები, სადაც დაიწყო ჩემი წარმატება.
ბევრმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ მოიწონა ეს ყველაფერი, რაც მისასალმებელია. სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ. თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. 100%-იან სიმართლეს, რომ ამბობდეთ, საზოგადოება არაფერს დაიჯერებს. ყოველდღიურად სიცრუეს გადმოსცემთ, სიძულვილის ენით საუბრობთ. ეს არის ბოროტება, რომელიც უნდა დავასრულოთ. მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ნიჰილიზმი დათესოთ, ადამიანები მოატყუოთ. ამ პრინციპით მოქმედებთ: "მოდი გენერალს ჭორი მოვუგონოთო, თითქოს, მისი ქალიშვილი მსუბუქი ყოფაქცევის არისო. კი, გავავრცელოთ, მაგრამ გენერალს ქალიშვილი არ ჰყავსო. რა მნიშნველობა აქვს, ჩვენ გავავრცელოთ, წავიდეს და იმართლოს თავიო". ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნავს კალაძე.
0
0