
ფიზიკური დაპირისპირება დედაქალაქის ცენტრში.
ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, როგორ უსწორდება ერთ ადამიანს რამდენიმე აგრესიული მამაკაცი.
დაპირისპირება ჯერ სიტყვიერი კამათით დაიწყო და შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადავიდა.
ჩხუბი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინგ დევიდის კომპლექსის მახლობლად მოხდა და, არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დარღვევით დაპარკინგებული ავტომობილის გამო დაიწყო.
დაზარალებული, სავარაუდოდ, საევაკუაციო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც ავტომობილი საჯარიმო სადგურზე უნდა გადაეყვანა. თავდამსხმელები კი სავარაუდოდ ამ ავტომობილის მეპატრონე და მისი ახლობლები. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ კონფლიქტი ავტომობილის გადაყვანის მცდელობას მოყვა და იხსენებენ იმასაც, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია არ მოსულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ შესულა და სწორედ ამის გამო არ მისულა ადგილზე საპატრულო პოლიცია.
0
0