22/07/2023
17:34
საზოგადოება
ოჯახის წევრების ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბიჭი იპოვეს.
ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
არასრულწლოვანს ახლობლები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ინფორმაცია ბავშვის პოვნის შესახებ, მისმა დეიდამ, ელენე ხასიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ბავშვი ვიპოვეთ! მადლობა დიდი ყველას. მთელი უბანი, მთელი თბილისი წამში ფეხზე დადგა. ჟურნალისტები, განყოფილება, სულ ყველა ფეხზე დადგა. ყველა ეძებდა, ყველა კითხულობდა.
მადლობა დიდი ყველას. ბავშვი და ჩემი და განყოფილებაში წაიყვანეს დაკითხვაზე.
რაც მთავარია, უვნებელი და ცოცხალი დაგვიბრუნდა. ღმერთმა არ გამოაცდევინოს არავის ასეთი ნერვიულობა" - წერს ბავშვის დეიდა ელენე ხასია.
ცნობისთვის, ელენე ხასიამ, ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ლევანის პოვნამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე დაწერა.
0
0