თბილისმა მოახერხა ტრანზიტული ჰაბის როლის სტაბილურად შენარჩუნება - დავით ქართველიშვილი
                            
                        29/10/2025
15:34
A-
                    +A
                
"საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი დამოუკიდებელი ნიში ისე, რომ არც ერთის სატელიტად არ ქცეულიყო და არც მკვეთრი პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩენილიყო. თბილისმა მოახერხა ტრანზიტული ჰაბის როლის სტაბილურად შენარჩუნება."- წერს დავით ქართველიშვილი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. 
"საქართველო შიდარეგიონალურ დონეზე ემზადება ახალი საკრებულოების ჩამოყალიბების პირველი სხდომებისთვის, რაც ნიშნავს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში მერამდენე რთული პერიოდის "გადაფურცვლას" და ახალი ეტაპის დაწყებას. სწორედ ამ მოცემულობიდან გადავხედოთ ზოგადად სამხრეთ კავკასიას და ჩვენს სამშობლოს, ამ დე-ფაქტო ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში.
სამხრეთ კავკასიაში ბოლო წლებში აშკარად გაძლიერდა აზერბაიჯანის როლი. ეს უმეტესად განპირობებულია ენერგეტიკული რესურსებით, დიპლომატიური მანევრის შესაძლებლობებითა და მოქნილი საგარეო პოლიტიკით. მთავარი ფაქტორი იგივეა: აქაა ექსპორტის ძირითადი დერეფნების საწყისები - პირველ რიგში, TANAP და მისი ევროპული გაგრძელება TAP, რომლებმაც აზერბაიჯანი ევროპის ენერგომომარაგების ერთ-ერთ სტრატეგიულ წყაროდ აქცია.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულია დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა, რომელიც ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კასპიის ნავთობისა და გაზის სქემებში - საკმარისია გავიხსენოთ BP-ის პოზიციები აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კონსორციუმებში და როთშილდების საოჯახო კლანის მონაწილეობა ამ ქვეყნის განვითარებაში. ლონდონის გავლენა ბაქოში ძირითადად ეკონომიკურ-საინვესტიციო ხასიათს ატარებს და ეს ფაქტორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ წონას ასტაბილურებს.
ამასთანავე, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი დამოუკიდებელი ნიში ისე, რომ არც ერთის სატელიტად არ ქცეულიყო და არც მკვეთრი პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩენილიყო. თბილისმა მოახერხა ტრანზიტული ჰაბის როლის სტაბილურად შენარჩუნება. საქართველოზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის შემდეგი მარშრუტები:
 ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი (ნავთობი)
 ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი (ნავთობი) ბაქო–თბილისი–ერზერუმი (გაზი)
 ბაქო–თბილისი–ერზერუმი (გაზი) ჩინეთი–ევროპა: ტრანსკასპიური-კავკასიურ-შავიზღვისსკენ მიმავალი ხმელთმიწის კორიდორი
 ჩინეთი–ევროპა: ტრანსკასპიური-კავკასიურ-შავიზღვისსკენ მიმავალი ხმელთმიწის კორიდორი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა
 ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაეს ხაზები საქართველოს არა რესურსების მომწოდებლად - არამედ საკუთარ ტერიტორიაზე უზარმაზარი ღირებულების სიმდიდრის გამტარებელ სივრცედ აქცევენ, და ეს მისთვის უფრო მდგრადი მოდელია. ვერ გავექცევით ვერსად იმ ქვეყნებთან შედარებასაც, ვინც "ჩვენზე წინ დგას" ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველომ ბოლო წლებში ყველანაირი ესკალაციის სცენარი თავიდან აირიდა. ამის მიზეზებია:
 ტრანზიტული ეკონომიკის ფაქტორი, სადაც არასტაბილურობა თავად პროექტების საერთაშორისო მონაწილეებს აზარალებს
 ტრანზიტული ეკონომიკის ფაქტორი, სადაც არასტაბილურობა თავად პროექტების საერთაშორისო მონაწილეებს აზარალებს სათანადოდ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა - მიუხედავად მის გარშემო კონფლიქტური რეგიონების არსებობისა
 სათანადოდ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა - მიუხედავად მის გარშემო კონფლიქტური რეგიონების არსებობისა შიდა პოლიტიკური რყევების მიუხედავად - ინსტიტუციური ფუნქციონირების შენარჩუნება.
 შიდა პოლიტიკური რყევების მიუხედავად - ინსტიტუციური ფუნქციონირების შენარჩუნება.ეს ყველაფერი კი დადებითი პერსპექტივების საწინდარია. გლობალური ენერგეტიკული დასატრანსპორტო არქიტექტურის ცვლილების ფონზე, საქართველო რჩება იშვიათ სივრცედ, სადაც: შენარჩუნებულია ინსტიტუციური მართვადობა; დაუზიანებელი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული არტერიები; არსებობს ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და მრავალვექტორული საერთაშორისო დიალოგის მოთხოვნა.
ამ ყველაფრის ფონზე, საერთაშორისო მოთამაშეებისთვის - საქართველო ღირებულია როგორც სტაბილური პლატფორმა, და არა როგორც კრიზისული ტერიტორია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასია სერიოზული ძალების ინტერესების გადაკვეთად იქცა - დიდი ბრიტანეთიდან და თურქეთიდან დაწყებული, რუსეთით, ჩინეთით და ევროკავშირით დამთავრებული.
აზერბაიჯანი აძლიერებს თავის გავლენას ენერგეტიკული და საინვესტიციო პარტნიორობით. მაგრამ საქართველოც ინარჩუნებს უნიკალურ ფუნქციას - ის არა მხოლოდ მონაწილეობს "დერეფნებში", არამედ პოზიციონირებს როგორც "გზაჯვარედინი". დღევანდელ მსოფლიოში, სადაც სტაბილურობა და პროგნოზირებადობა ფასობს, ეს შეიძლება იმაზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე მხოლოდ ენერგორესურსები ან ხმაურიან ალიანსებში გაწევრიანობა."- წერს ქართველიშვილი.
0
0
23
                                                    სიახლეები
                    ყველა
                
                                                                        
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                            
            ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
        ზოგადი შეცდომის ტექსტი
            ზოგადი შეცდომის ტექსტი
            ზოგადი შეცდომის ტექსტი
            მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
                დიახ
                            25%
                        არა
                            75%
                         
             
             
             
             
             
            