
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სამძებრო სამუშაოების შედეგად, ახალგაზრდა პირის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება,მისი ვინაობა დადგინდეს.
22 წლის ახალგაზრდას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მისი კვალი სწორედ თბილისის ზღვის ტერიტორიიდან დაიკარგა, სადაც მისი სამოსი, მობილური ტელეფონი და ჩანთა იპოვეს.
როგორც ცნობილია, დღეს თბილისის ზღვიდან მაშველებმა 2 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
22 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებისას, პირველი ცხედარი დღის პირველ ნახევარში ნახეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა. შუახნის მამაკაცი უცხოეთის მოქალაქეა.
უფლებადამცველები აქტიურად წერენ, რომ "თბილისის ზღვაზე არის სიკვდილის ზონები!..." - რა ზონებში უნდა აიკრძალოს ბანაობა, ამის შესახებ ინფორმაციას მედია აქტიურად ავრცელებს.
0
0