
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, სოლიდარობის მარშის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
როგორც მემანიშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობა გზის გადაკეტვისთვის საკმარისი არ არის, რის გამოც გზის გადაკეტვის უფლება არ მიეცემათ.
„აქციის ერთი მონაწილეა დაკავებული, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება აქციის მონაწილეების რაოდენობას, არ არიან საკმარისი რაოდენობის იმისათვის, რომ გზაზე იმოძრაონ, შესაბამისად არიან ტროტუარზე. პრობლემა არ აქვთ გადაადგილების. გზაზე გადასვლის შესაძლებლობა მათ არც ერთ შემთხვევაში არ მიეცემათ“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის ერთი მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თსუ-ს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე.
0
0