
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას 15 ან 20 წელი დასჭირდება.
როგორც მადიარმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას 15 წელია ცდილობენ, დაწყებული აქვთ მოლაპარაკებები, თუმცა, მიზანთან ახლოს ჯერ არ არიან.
„შევხედოთ ფაქტს, დასავლეთ ბალკანეთის ზოგი ქვეყანა 15 წელია ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, დაიწყეს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი გაწევრიანებასთან ახლოს არ არიან, ისინი ჯერ დასაწყისში არიან. არ მგონია, რომ ამ პროცესის დაყოფა შეიძლება და ეს არც უნდა მოხდეს. ჩვენ დამსახურებაზე დაფუძნებულ გაწევრიანების გვჯერა და ვხედავთ, რომ ევროპაში სულ უფრო მეტ ადამიანს სჯერა ამის. ჩვენ არ გვჯერა სუსტი ან ძლიერი წევრობის, პასიური წევრობის. ჩვენ რეალური გაწევრიანების გვჯერა, მაგრამ ამას შესაძლოა 15 ან 20 წელი დასჭირდეს“, - განაცხადა მადიარმა ევროკავშირში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
0
0