-share.jpg)
621 უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისის საკრებულოში ექვსი პოლიტიკური პარტია მოხვდა, რომელთაც 2.5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ესენი არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 107 097 ხმა (28.09 %), „ლელო“ – 13 470 (3.53 %) „გახარია – საქართველოსთვის“ – 33 434 (8.77 %), „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 154 314 (40.47 %), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 12 335 (3.24 %) და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 9 823 (2.58 %).
რაც შეეხება საკრებულოში მოპოვებულ მანდატებს, ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ ოთხ მანდატს (პროპორციული), „ლელო“ ორ მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთ მანდატს (პროპორციული) და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ერთ მანდატს (პროპორციული).
პირველადი შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 10 რაიონიდან ცხრაში მოიპოვეს გამარჯვება. ერთადერთი რაიონი, რომელშიც ამ დროის მონაცემებით 40-პროცენტიან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ ლახავს, საბურთალოა. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ავთანდილ ცინცაძეს 38.76 პროცენტი აქვს, ხოლო ბორის ყურუას „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ – 14.29 პროცენტი. შესაბამისად, საბურთალოზე მეორე ტური ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.
0
0