
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საანგარიშო პერიოდში კომისიამ 8 სხდომა გამართა და 42 საკითხი განიხილა.
სარევიზიო კომისიამ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ 9 ორგანიზაციაში, მათ შორის: საქალაქო სამსახურებში, რაიონულ გამგეობებსა და ა(ა)იპ-ებში საფინანსო საქმიანობა შეისწავლა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, კომისიის სამდივნოს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე რაიონულ გამგეობებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებს რეკომენდაციები გაეგზავნა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველა შემოწმებულმა ორგანიზაციამ სრულად გაიზიარა კომისიის შენიშვნები, რაც მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებებით დადასტურებულია.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის კახა ლაბუჩიძის თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინება მუნიციპალური სახსრების კიდევ უფრო ეფექტიან მართვასა და სამომავლო საქმიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი შესწავლის მიზნით, მასალები მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს ეგზავნება.
0
0