19/07/2023
11:37
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისათვის ელექტრონული რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგისტრაციის წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა უზრუნველყო რეგისტრაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვა.
„წელს, პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, დარეგისტრირდა 2621 აღსაზრდელი და მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა,
17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ. აღნიშნული ეტაპიც წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისათვის უკვე რეგისტრირებულია 5000-მდე აღსაზრდელი. თბილისში რეგისტრირებული ბავშვების მოთხოვნაც ასევე სრულად დაკმაყოფილდება.
25 ივლისიდან კი დაიწყება მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან - 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.
0
0