20/03/2023
18:01
პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყება მუშაობს მეორე შეხვედრის მოწვევაზე 3+3 ფორმატში, რომლის ფარგლებშიც თბილისის კარი ღია რჩება. ამის შესახებ პროკრემლისტური რუსული მედია იტყობინება.
ლავროვის თქმით, დასავლეთი აქტიურად მუშაობს სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე.
„ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა შედგა, თბილისის კარი ღიაა. ახლა ვმუშაობთ მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება“, - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ.
3+3 ფორმატად ჩაფიქრებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი სხდომა 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
0
0