
ქლოი კარდაშიანმა მისი შვილების მამასთან ურთიერთობაზე "კარდაშიანების" ახალ ეპიზოდში ისაუბრა. რეალითი-შოუს ვარსკვლავის თქმით, ის ტრისტან ტომპსონთან შერიგებას არ აპირებს და კომუნიკაციას მხოლოდ შვილების გამო შეინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა ქლოის არაერთხელ უღალატა. მათ შორის მაშინაც, როდესაც კარდაშიანი ფეხმძიმედ იყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან უმცროსიც სუროგაციის გზით მოევლინა სამყაროს. ურთიერთობას წერტილი მაშინ დაესვა, როდესაც ქლოისთვის ცნობილი გახდა, რომ ქლოის პარალელურად, ტომპსონი სხვა ქალთანაც ელოდა შვილს.
კარდაშიანის თქმით, მან შვილების გამო, ყველაფერი გადადო გვერდზე და ყველაფრის მიუხედავად, ტომპსონთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. მიუხედავად მეგობრობისა, მათ ურთიერთობაში მაინც არსებობს კონკრეტული შეზღუდვები. ქლოის თქმით, ის შვილების გარეშე კალათბურთელთან დროს საერთოდ არ ატარებს.
ტრისტან ტომპსონის გარდა, კარდაშიანმა შვილებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის უმცროს შვილთან კავშირის ნაკლებობას განიცდის, რადგან იგი სუროგატმა გააჩინა. აღნიშნულის გამო, ქლოი თავს დამნაშავედ გრძნობს.
0
0