27/07/2023
21:14
საზოგადოება
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სიცხისგან თავის დასაცავად რჩევებს გვიზიარებს:
„ევროპის მასშტაბით უკიდურესად ცხელი ამინდი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობასა და საარსებო წყაროზე.
შეეცადეთ თავი აარიდოთ სიცხეს:
🌳 გაჩერდით ჩრდილში.
🏃♀️ თავი აარიდეთ ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
🚕 არ დატოვოთ ბავშვები და ცხოველები გაჩერებულ მანქანებში.
❄ გაატარეთ დღეში 2-3 საათი გრილ ადგილას“ - წერს გიორგი ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ანომალიური სიცხეა. ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიასა და თურქეთში დღის საათებში 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. იტალიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სიცხის ამ ტალღას ცერბერუსი უწოდა, სამთავიანი ძაღლის პატივსაცემად, რომელიც მკვდრების სამეფოს შესასვლელს იცავდა.
0
0