22/07/2023
15:15
მსოფლიო
ყირიმის რუსული საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ კრასნოგვარდეისკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ აეროდრომსა და ნავთობის საცავს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
"კრასნოგვარდეის რაიონზე მტრის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალის საწყობი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა. მივიღეთ გადაწყვეტილება, შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში, დროებითი განსახლების პუნქტებში მოსახლეობის ევაკუაციის. რისკების შესამცირებლად შეწყდა ყირიმის რკინიგზაზე მოძრაობა. შესაძლო შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები," - განაცხადა ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა სრულად შეზღუდა. ინფორმაცია რუსულ მედიასა და Telegram არხებზე ვრცელდებოდა, თუმცა მიზეზი უცნობი იყო.
უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას უკავშირდებოდეს.
0
0