
დღეს, 31 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელი შიიკივკა დაბომბეს. შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი ადამიანი. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე წერს.
„გუშინ საღამოს მტერი იზიუმის რაიონის სოფელ შიიკივკას დაესხა თავს, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსი. სამწუხაროდ, 74 წლის ქალი დაიღუპა, დაიჭრა 53 წლის ქალი და 76 წლის მამაკაცი", - დაწერა სინეგუბოვმა.
გარდა ამისა, რუსები ბოჰოდუხივის და კუპიანსკის რაიონების დასახლებებს დაესხნენ თავს. სინეგუბოვის თქმით, ვოვჩანსკში დაზიანდა 4 საცხოვრებელი კორპუსი, დაშავდა 84 წლის მამაკაცი. ასევე ბოჰოდუხივის რაიონში მტერმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ორი ყუმბარა ჩამოაგდო, ამასთან დაკავშირებით სინეგუბოვმა დაწერა, რომ დაზიანებულია ორი ღობე, მაგრამ მსხვერპლი არ არის.
0
0
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
22/04/2026