
ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა ამ მშვენიერ და ისტორიულ ადგილას, სასახლეში, რომელიც აშენდა არა სამეფო ოჯახისთვის, არამედ ხალხისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა.
მეცოლას თქმით, როგორც პარლამენტარისთვის, მისთვის ყოველთვის სასიხარულოა ევროპის პარლამენტებში სიტყვით გამოსვლა.
„ისინი წარმოადგენენ იმ ფაქტს, რომ ჩვენს ევროპაში, ყველა ერს, ყველა რეგიონს, თითოეულ ადამიანს აქვს მნიშვნელოვანი როლი ჩვენს საერთო დემოკრატიაში. ჩვენი ევროპა იმდენადვეა ბუდაპეშტი, როგორც არის ბრიუსელი, სტრასბურგი, რიგა ან დუბლინი. ეს არ არის არა ზემოდან ქვევით ან ქვემოდან ზევით ვერტიკალი, არამედ პარლამენტარი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევა, რომლებიც გაერთიანებული არიან თავიანთი ამომრჩევლებისთვის უკეთესი მომავლის სურვილში. თანამშრომლობის ევროპული სულისკვეთება არის ის, რაც ჩვენს კავშირს ასე უნიკალურს ხდის, რადგან ვიცით, რომ ევროპა საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც ერთად მუშაობს. ჩვენი საერთო კონტინენტის მომავალი არ არის ექსკლუზიურად ევროპაში ან რომელიმე სახელმწიფოში, არამედ იმაში, თუ რამდენად შეგვიძლია, ვიმუშაოთ ერთად, რათა გავაუმჯობესოთ ევროპელების ცხოვრება ყველგან, არა უხილავი და უაზრო ბარიერებით გაყოფით, არამედ ხედვითა და ამბიციებით თანამშრომლობით. და ამ ამოცანაში ჩვენ ყველამ უნდა შევასრულოთ როლი.
და ყოველთვის, როდესაც ვესაუბრები კოლეგა პარლამენტარებს ჩვენი კავშირის ფარგლებში, წამოიჭრება ერთნაირი საკითხები. არჩევნებზე, რომელზეც კენჭს ვიყრიდით კოლექტიურად, როგორც ევროპარლამენტარები, მათ შორის ჩემი კოლეგები უნგრეთიდან, ერთნაირი საკითხები იდგა დღის წესრიგში. ხალხს ადარდებს გადასახადების გადახდა, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, დასაქმება. მიუხედავად იმისა, ჩვენ ვიცით, რომ ევროპა მრავალფეროვანია, ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ერთად მუშაობით შესაძლებელია პრობლემიდან ნამდვილი გამოსავლის პოვნა. რა თქმა უნდა, სუბსიდიარობის პრინციპის სრული პატივისცემით. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარლამენტები როგორც ევროპული დემოკრატიის მამოძრავებლები ლისაბონის ხელშეკრულების კონტექსტში. ახლა ჩვენი ამოცანაა, დავაკავშიროთ ჩვენი ძალისხმევები და გამოვიყენოთ ჩვენი საერთო პოტენციალი. და სწორედ ამიტომ არის ეს ყოველწლიური კონფერენციები ასე მნიშვნელოვანი, ისევე როგორც საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ როგორც ეროვნულმა პარლამენტებმა, როგორც ევროპარლამენტმა, რათა ამ დისკუსიების გამართვის შესაძლებლობა შეგვექმნა“,- განაცხადა მეცოლამ.
მისივე თქმით, ყოველდღიურად უნდა იმუშაონ ერთად, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა და არა პირიქით.
„იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მომავლის ევროპა, როგორც ეს სესიის სათაურშია აღნიშნული, ჩვენი პარლამენტები ასეთ ფორმალიზებულ სტრუქტურებში მონაწილეობის ჩარჩოებს უნდა გასცდნენ. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ გვერდიგვერდ, გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა და არა პირიქით, საუკეთესო გამოცდილების გაცვლით, გაკვეთილების გაზიარებით, საერთო გამოწვევებზე თანამშრომლობით. სულ უფრო მზარდად გაურკვეველ სამყაროში ევროპა ვერ იქნება ისეთ მდგომარეობაში, სადაც ჩვენ ვართ გახლეჩილები ან არაკოორდინირებული. სწორედ ამიტომ მიხარია პარლამენტარი კოლეგების და ნაცნობი სახეების ნახვა მთელი ევროპიდან, როდესაც ჩვენ მომავალ წლებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მივისწრაფვით. რა თქმა უნდა, არიან ამ მიდგომის წინააღმდეგები. ისინი, ვინც შეეცდება შეცვალოს ეს წინსვლა, ვინც მოგვიწოდებს, შიგნით ვიხედოთ, დავხუროთ კარები და ზურგი შევაქციოთ ევროპას და ყველაფერს, რისი შეთავაზებაც შეუძლია მას ჩვენი ახალგაზრდებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც შარშან დარწმუნებით წავიდა თავის წარმომადგენლისთვის ხმის მისაცემად, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკური სპექტრს წარმოადგენს ის ევროპარლამენტში, ვისი სამუშაოცაა ამ მოქალაქეების ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა“,- აღნიშნა მეცოლამ.
მეცოლამ ევროპელ პარლამენტარებს თანამშრომლობის გაძლიერების თხოვნით მიმართა.
„ამგვარად, ჩემი თხოვნაა თქვენდამი, ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ შესაძლებლობას. მოდით, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და ვიმუშაოთ ერთად, რათა შევქმნათ ის, რასაც ჩვენგან ჩვენს მოქალაქეებს სურთ და საბოლოოდ, ეს არის უკეთესი ევროპა, რომელიც მუშაობს ყველასთვის“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ.
0
0