26/07/2023
09:26
მსოფლიო
სამწუხაროდ, ზოგი ფიქრობს, რომ ომი მათგან სადღაც შორს არის, თითქოს უზენაესი რადას გუმბათს ან ზოგიერთი ოფისის კედელს, შეუძლია რეალობისგან დაცვა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყოველდღიური მიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა უკრაინელი დეპუტატის, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრის, იური არისტოვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე შენიშნეს.
„დეპუტატებს, მოსამართლეებს, სამხედრო კომისრებს და სხვა თანამდებობის პირებს ვერავინ აპატიებს საკუთარი თავის სახელმწიფოს ოპოზიციაში ჩაყენებას. ეს ზოგისთვის ომის დროს კუნძულებსა და კურორტებზე ყოფნას, ზოგისთვის კი, სასამართლოში ქრთამის აღებას გულისხმობს. ნებისმიერი საჯარო მოხელისთვის ეს არის სახელმწიფო პრინციპების, საზოგადოების ინტერესების ღალატი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მას შემდეგ, რაც მედიაში იური არისტოვის მალდივის კუნძულებზე ყოფნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრმა, იური არისტოვმა რადას დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.
0
0