
რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ქსენია სობჩაკმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „გამოავლინონ თანაგრძნობა ღრმად დაავადებული" ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.
სობჩაკმა გააზიარა ორი ვიდეო - კადრები მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან და მისი ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან, რომელიც მსახიობის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.
კიკაბიძემ უამბო, თუ როგორ მივიდა სპეციალურად უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან, რათა ეცადა თავისი თანამებრძოლის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა.
„ერთი კვირის წინ, თბილისის სასამართლოს მოსამართლემ არ დაიჯერა, რომ სააკაშვილი ავად იყო და უარი თქვა მის გათავისუფლებაზე ან სისხლის სამართლის სასჯელის გადადებაზე. როგორც ჩანს, ახლა ის დროა, როცა ადამიანები, ირგვლივ უპრეცედენტო სისასტიკეს რომ ხედავენ, შეუძლიათ საკუთარ თავში კეთილშობილება და მოწყალება იპოვონ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას, გამოავლინონ თანაგრძნობა მძიმედ დაავადებული ადამიანის მიმართ“ - წერს სობჩაკი.
0
0