“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის ყრილობაზე ახალი პოლიტიკური პლატფორმა, “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” დააფუძნა.
პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და გია ჯაფარიძე.
"26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია. რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ვეძებოთ ის თუ რა გვაერთიანებს. ახლა არ არის დანაწევრების დრო. არ არის დაპირისპირების დრო. არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა და ერთიანობის გამარჯვებისთვის, ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობის ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია". - თქვა პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას.
0
0