თამარ ჩიბურდანიძე: თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს
A-
+A

„თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა თანამედროვე ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა.
თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ფსევდოლიბერალიზმი ქადაგებს სრულ თავისუფლებას, რითიც ხიბლავს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებსა და მოზარდებს. სინამდვილეში კი, მისი თქმით, არღვევს თავისუფლების პრინციპს და იმონებს ყველას, ვისშიც შეაღწევს.
„თანამედროვე ლიბერალიზმი კატეგორიულად სცილდება და ცდება კლასიკური ლიბერალიზმის ჩარჩოებს, მის ფილოსოფიასა და პოლიტიკას და დღეს ის არსად, არცერთ ქვეყანაში კლასიკური შინაარსით არ არსებობს. ის ლიბერალიზმი, რომელიც წარმოიშვა ორი საუკუნის წინ, ეფუძნებოდა ეროვნულ და პიროვნულ იდენტობას, რომელშიც იყო თავმოყრილი ეროვნული ტრადიციები და ღირებულებები. ეს არის ყველაზე მთავარი, ამ იდეოლოგიით შემოვიდა და დაფუძნდა ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიების ასპარეზზე და დაიმკვიდრა თავისი ადგილი.
თუმცა, თანამედროვე ლიბერალიზმი ცდება ყველა ჩარჩოს და დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ულტრალიბერალიზმი და ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც ხშირად ლიბერალურ ფაშიზმს ვუწოდებთ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლენა, როცა მშობელს არაფერს ეკითხები, ყველანაირ უფლებას ართმევ და მისი გაჩენილი და გაზრდილი შვილის ბედს წყვეტ შენ და არა მშობელი.
ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა, პოლიტიკას მოიცავს და მის მარწუხებში აქცევს ყველაფერს. მისი იდეოლოგიის მსხვერპლია თითოეული ადამიანი. მსხვერპლს კი, ლიბერალიზმი იყენებს პოლიტიკაში გრძელვადიანად ყოფნის და არსებობის მიზნით. თუკი, ბავშვი მშობელმა ჩამოაყალიბა დამოუკიდებლად, ჩაუნერგა მას ღირებულებები, ტრადიციები, თუკი ბავშვში მშობელმა თავიდანვე შენიშნა ეროვნული იდენტობის, რელიგიის, რწმენის სიმტკიცის ნიშნები, მაშინ ეს ბავშვი ვერ იქნება მათი იარაღი.
თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა. თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. არადა, ისინი ამ თითქოსდა თავისუფლებაში კი არა, ფსევდოლიბერალიზმის სრულ ტყვეობაში ექცევიან. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს და ის იმონებს ყველას, ვისშიც შეაღწევს,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
0
0
29
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%