
„დღეს ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, „იზეიმა”, ხელისუფლება ჩიხშიაო. იმდენი კი არ იციან, რომ ჩიხში მყოფი ხელისუფლება ღია წერილებს არ აქვეყნებს, თუ მაინცდამაინც, კულუარულად მუშაობს," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისათვის გაგზავნილ ღია წერილს აფასებს.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, წერილი დროული იყო, ვინაიდან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ვითარება საჭიროებს გამოსწორებას. ექსპერტი იმედოვნებს, რომ ღია წერილზე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პასუხი არ დააყოვნებს.
„სტრატეგიულად ძალიან სწორი და ზუსტი სვლა იყო პრემიერის ღია წერილი დონალდ ტრამპისადმი. მართალია, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დუმილი ნამდვილად ჯობია ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო განცხადებებს, მაგრამ, ხანგრძლივი დუმილის პერიოდში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ვეღარ გაგრძელდებოდა. დუმილი უნდა დასრულებულიყო და ამას ასრულებს თავად პრემიერი.
დღეს ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, „იზეიმა”, ხელისუფლება ჩიხშიაო. იმდენი კი არ იციან, რომ ჩიხში მყოფი ხელისუფლება ღია წერილებს არ აქვეყნებს, თუ მაინცდამაინც, კულუარულად მუშაობს. ღია წერილის გამოქვეყნებით პრემიერი ესაუბრა არა მარტო დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვენსის, არამედ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებსაც, ვისაც კიდევ ერთხელ, ღიად გააგებინა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უცვლელი პრინციპი - სუვერენული უფლებები და მის ფარგლებში მზაობა თანამშრომლობისთვის.
პრემიერის წერილზე პასუხი აუცილებლად იქნება ან სიტყვით, ან საქმით. რაც მთავარია, დუმილი დასრულდება და ჩვენც გვეცოდინება, ვის სურს საქართველოსთან ნამდვილი მეგობრობა. ამის მიხედვით განაგრძობს სვლას ჩვენი სახელმწიფო იმ კურსით, რაც მტკიცედ აქვს არჩეული,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
0
0