თამარ ჩიბურდანიძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა ისრაელის საელჩოს განცხადება. მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა
07/03/2026
20:50
A-
+A

ისრაელის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ საელჩოს მსგავსი პოზიცია შეიძლება კრიტიკულად შეფასდეს როგორც ქართულ, ისე ებრაულ საზოგადოებაში.
"მე მჯერა ქართველი და ებრაელი ერის ნამდვილი მეგობრობის და მჯერა ისიც, რომ ამ პროვოკაციულ განცხადებას არ აჰყვებიან და შეძლებენ პირადი ემოციების მართვას. სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი ქართველი და ებრაელი ამ საკითხში საქართველოს პოზიციას იზიარებს"- აღნიშნა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობების შენარჩუნება განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას საჭიროებს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა დღეს ისრაელის საელჩოს განცხადება. ეს შეცდომა საელჩოს არ უნდა დაეშვა. ამის საპასუხო რეაქცია ქართული და ებრაული საზოგადოებისგან ისრაელის საელჩოს მიმართ იქნება ძალიან კრიტიკული.
მსურს ისრაელის საელჩოს პასუხი გავცე როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, რომელსაც ძალიან უყვარს ებრაელი ხალხი და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქართულ-ებრაულ მეგობრობას. აქ ხაზს ვუსვამ ნამდვილ მეგობრობას და არა იმას, რაზეც საელჩო მიუთითებს — დიდ პოლიტიკურ თამაშებში საქართველოს შესაძლო გაწირვას.
ბატონო ელჩო, ქართულ-ებრაული მეგობრობის სიყვარული რომ კარგად შეიგრძნოთ, ეს სისხლით მორწყული მიწა ისევე უნდა გიყვარდეთ, როგორც უყვართ ქართველ ებრაელებს. თქვენ რომ კარგად იცოდეთ ჩვენი 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია, მაშინ ამ წერილს არ გამოაქვეყნებდით, რომელიც ოპოზიციის დაკვეთას უფრო ჰგავს მათი დასავლელი პატრონებისგან, ვიდრე საქართველოს მეგობარი ქვეყნის პოზიციას.
26 საუკუნის წინ ქართველმა ხალხმა ებრაელები მიიღო უდიდესი სიწმინდეების — წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის და შემდგომ უკვე მაცხოვრის კვართის ჩამობრძანებით. მას შემდეგ ჩვენი ისტორია ერთად იწერება და არ მგონია მთელს მსოფლიოში იპოვოთ ქვეყანა, სადაც ასე მშვიდობიანად და ხელშეუხებლად ეცხოვროს ებრაელ ხალხს.
ვერ იპოვით ისტორიიდან ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ებრაული დიასპორის ან პოლიტიკის წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებებით შუღლი ჩაეგდოთ საუკუნოვან მეგობრობაში. თქვენ კი დღეს სერიოზული დისონანსი შეიტანეთ ამ ურთიერთობებში, თუმცა ისიც ვიცით, რომ პოლიტიკა ცვალებადია, ჩვენი მეგობრობა კი — მუდმივი.
იქნებ გაიხსენოთ, როდესაც ჰეზბოლამ ისრაელში ტერაქტი განახორციელა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ოფიციალური განცხადება გააკეთა თქვენს მხარდასაჭერად და ამით სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. არც დღეს აუვლია გვერდი საქართველოს ხელისუფლებას ამ ომზე სამძიმრის წერილის გამოქვეყნებისგან, რაც ასევე გარკვეულ რისკებს შეიცავდა.
ეს დიდი სახელმწიფოების დიდი პოლიტიკური თამაშებია საკუთარი დივიდენდების მისაღებად და ეს გასაგებიცაა, მაგრამ გაუგებარია, რატომ ითხოვთ საქართველოდან მსხვერპლთშეწირვას? დავიჯეროთ, ოპოზიციის მტრულ ქმედებებს მიჰყვება თქვენი საელჩო და თქვენც მათსავით ითხოვთ საქართველოში ბომბების ცვენას?
ჩვენ გვაქვს გასული საუკუნის 90-იანი წლების და შემდეგ უკვე 2008 წლის სისხლიანი ქრონიკები. სამწუხაროდ, გვახსოვს მეგობარი სახელმწიფოების თავშეკავებული და მოზომილი განცხადებები. გვახსოვს აგვისტოს დღეებში ისრაელის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაც საქართველოს წინააღმდეგ, რაც დღემდე დიდ ტკივილად გვრჩება.
საქართველოში დღეს ცხოვრობს დაახლოებით 5 000-მდე ებრაელი და 500 000-ზე მეტი მუსლიმი. გარდა ამისა, ირანში ცხოვრობს დაახლოებით 400 000 ქართული წარმოშობის ადამიანი. ჩვენ ვართ გლობალური პროცესების ეპიცენტრში ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო და ერთი ზედმეტი სიტყვაც კი შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს.
მინდა გითხრათ, რომ მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ქართველი და ებრაელი ერის 26-საუკუნოვანი მეგობრობა. „მეგობრის ჭირში ცნობა“ შეიძლება საკუთარი თავის გაწირვას ნიშნავდეს, მაგრამ არა სამშობლოსის — ამის უფლება არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს.
მე მჯერა ქართველი და ებრაელი ერის ნამდვილი მეგობრობის და მჯერა ისიც, რომ ამ პროვოკაციულ განცხადებას არ აჰყვებიან და შეძლებენ პირადი ემოციების მართვას. სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი ქართველი და ებრაელი ამ საკითხში საქართველოს პოზიციას იზიარებს,"— წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
0
0
14
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%