11/09/2022
10:20
პოლიტიკა
შენ გაქვს ღორის და მოღალატის გენეტიკა” აი ეს ფსკერზე მყოფმა “ალტინფოს” შლამმა მომწერა _ ამის შესახებ პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
“შენ გაქვს ღორის და მოღალატის გენეტიკა” აი ეს ფსკერზე მყოფმა “ალტინფოს” შლამმა მომწერა , ვთქვი რომ გენეტიკაში მეგრელები მყავს( დედისგან) და აქეთ სვანები თქო…… კიდევ კარგი ამათი ლუსტრირება მოხდა , ერთი სიკეთე ეს მოიტანა ამ პერიოდმა ….” _ წერს თამარ ჩარკვიანი.
ცნობისათვის,თამარ ჩარკვიანმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა: “მეტყობა ხომ მეგრული გენეტიკა? სულ იყო საკითი, დამოუკიდებელ, ძლიერ, კარგ საქართველოში, მეგრული და სვანური ენა უნდა ისწავლებოდეს, ეს არის ჩვენი განძი. ნორმალურ დასავლური ტიპის საქართველოში ეს საგანძურია. ამაში საშიშროებას ვერ ვხედავ, ეს საგანძურია, რომელსაც მოფრთიხულება სჭირდება. პოლიტიკური კონტექსტი სახელმწიფოს მხარეს უნდა იყოს, არ უნდა გყავდეს ვერაგი რუსული კონსტიტუცია, რომელიც ჟირინოვსკის გეგმით დააპირებს წაიყვანოს შენს სახელმწიფოში რაღაც.”
0
0