სამშაბათს, 4 ივნისს, თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთის სარიპულის პროვინციის სტადიონზე საჯაროდ 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები გაროზგვით დასაჯა. მომხდარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო.
"ავღანეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გუშინ სარიპულში 63 ადამიანი საჯაროდ გაროზგა. UNAMA გმობს ფიზიკურ დასჯას და მოუწოდებს მათ, პატივი სცენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს". - დაიწერა ავღანეთში გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA)-ს სოციალურ ქსელში.
თალიბანის უზენაესმა სასამართლომ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა 63 ადამიანის, მათ შორის 14 ქალის საჯარო გაროზგვა. დაშავებულებს ბრალი ედებოდათ სოდომიაში, ქურდობასა და ამორალურ ურთიერთობებში.
თალიბებმა 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მალევე გააგრძელეს არაადამიანური დასჯის მეთოდების გამოყენება, მათ შორის გაროზგვა, სიკვდილით დასჯა და ქვებით ჩაქოლვა.
0
0