30/11/2021
12:35
პოლიტიკა
მისივე თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა უმთავრესია და საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებს.
„არა, კონკრეტულად ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა უმთავრესია. როგორ მოიქცევით საქართველოში, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ცხადია, ჩვენ აღვნიშნეთ აპრილში მიღწეული შეთანხმებები, სადაც ევროკავშირი გახლდათ შუამავალი, რომ შეთანხმებული პუნქტების დაცვა მოხდეს. ჩვენ აქ არ ვართ, რომ მხარე ავირჩიოთ. ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების გზით და მტკიცე მანდატი გასცა, ახლა მმართველი პარტიის ვალდებულებაა, დაპირებები შეასრულოს“, – აღნიშნა ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ.
რიჰარდს კოლსის განცხადებით, ლატვიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან კოლეგებთან შესახვედრად და განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს.
„შევეხებით მულტილატერალურ საკითხებსაც. იქნება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც ორ კვირაში გაიმართება, ვისაუბრებთ საქართველოს პრიორიტეტებზე, რეფორმების პროცედურებზე, კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე. პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში ასევე გადამწყვეტია. შევეხეთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენ გაქვთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქრთველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრებას. ლატვია მასპინძლობს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს, სადაც განიხილება როგორც რეგიონული საკითხები, ასევე სხვა თემებიც. მაგალითად, ნატო-ს გაფართოება და სტრატეგია. მე კმაყოფილი ვარ, ვიხილო, რომ საქართველო არის დაპატიჟებული რიგაში ამ შეხვედრაზე. ძალიან კარგი დისკუსიები გვაქვს თბილისში და თქვენ ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ“, – განაცხადა ლატვიის სეიმის საგარეო კიმიტეტის თავმჯდომარემ.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025