-share.jpg)
საზოგადოებრივი მოძრაობა „არ აგარევინებთ“ - ის წევრებმა, პარლამენტთან ლეიბი მიიტანეს და განმარტეს, რომ ამ ფორმით დეპუტატის მრავალგზის ნათქვამს გამოეხმაურნენ- პარლამენტის წინ ლეიბების განთავსების და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ.
საზოგადოებრივი მოძრაობა “არ აგარევინებთ”-ის განცხადება:
უკვე დიდი ხანია, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პროტესტის გამოსახატად, მოუწოდებს საზოგადოებას “ლეიბების და მატრასების” დაყრისა და რუსთაველზე წამოწოლისკენ. ჩვენი ორგანიზაცია, დიდი ხანია თვალს ადევნებს, მის კომიკურ ინიციატივებს და ბოლო დროს მას ეს ერთგვარ აკვიატებადაც ექცა, მაგრამ, დახმარების ხელი მაინც არავინ გაუწოდა, რომ ლეიბები "დაეყარა" და წამოწოლილიყო. ამიტომ ჩვენ, გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით და “ლეიბი დავუგდეთ რუსთაველზე” ახლა მოვუწოდებთ ქალბატონ თაკოს, წამოწვეს და მიმართოს პროტესტის იმ ფორმას რომელიც მას გაუხარდება. ქალბატონო თაკო, თუ თქვენთვის მთავარი პრობლემა მხოლოდ ლეიბის "დაგდებაა" და წამოსაწოლად მზად ხართ, თქვენთვის უხერხულობას არ წარმოადგენს რუსთაველზე წამოგორება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ მსგავს უტოპიურ ინიციატივებში. თუ რა თქმა უნდა რეალურად თქვენ აპირებთ წამოწოლას და ამასაც ხალხის ხარჯზე არ აპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთმანეთზე უფრო მეტად კომიკური და უტოპიური ინიციატივები აქვს და ერთგვარად კომედიანტებადაც იქეცით, ჩვენ პირველი თქვენი, სურვილის ასრულებით ვიწყებთ. ახლა თქვენი ჯერია.
Tako Charkviani
შეგახსენებთ, „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი“ ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა“ კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა“ ოპოზიციონერმა იღლიცინა. მახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი“.
0
0