თაკო ჩარკვიანი: სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის, რუსთაველი უნდა მოიკავო, უნდა შეაწუხო – გაპიწკინებული პერანგებით, თბილად, წყნარად არ გამოდის
21/12/2021
23:19
პოლიტიკა
A-
+A
დავრჩეთ ერთხელ ამ მახინჯი სამართლებრივი სისტემის შესაცვლელად რუსთაველზე, არ ხდება ასე, გაპიწკინებული პერანგებით, თბილად, წყნარად არ გამოდის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
მისი თქმით, ხალხთან ერთად აღნიშნულ ბრძოლაში ლიდერებიც უნდა იყვნენ ჩართულნი.
„დავრჩეთ ერთხელ ამ მახინჯი სამართლებრივი სისტემის შესაცვლელად რუსთაველზე. გახსოვთ, ქირქილი რომ ატეხეს, გახსოვთ, ვთქვი, აუცილებლად გააკეთებთ ამას-მეთქი. დიახ, რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის. რუსთაველი უნდა მოიკავო, უნდა შეაწუხო, არ ხდება ასე, გაპიწკინებული პერანგებით, თბილად, წყნარად არ გამოდის. მორიგეობა იქნება ალბათ საჭირო, გადავნაწილდებით, რომ მხოლოდ ხალხი კი არ იყოს, ჩვენც ვიყოთ მათთან ერთად განაწილებულნი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.
0
0
486
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%