ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ტაკერ კარლსონმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა დააანონსა.
ამ ანონსის გამოქვეყნებიდან ერთ საათში, სიახლემ სოციალურ მედიაში 6 მილიონი ნახვა დააგროვა.
თავად ტელეწამყვანი ამ ინტერვიუს მზადების შესახებ აცხადებს, რომ მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა.
კარლსონი ამბობს, რომ ამ ინტერვიუს მიზანია, ამერიკელების ინფორმირება იმ რეალობის შეასხებ, რომელიცაა დღეს უკრაინასა და რუსეთში. ტელეწამყვანის თქმით, ამ ინტერვიუს ჩაწერა მისი პროფესიული ვალია.
„თეთრმა სახლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი ინტერვიუ პუტინთან არ შემდგარიყო. ეჭვგარეშეა, რომ ამჯერადაც იგივე სცადა“, ამბობს ტელეწამყვანი.
ამასთან, როგორც თავად ჰყვება, ის აპირებს ინტერვიუს ჩაწერას უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ამერიკულ მედიას სათანადოდ ამ დრომდე არ გაუკეთებია.
რაც შეეხება რუსეთში ჩასვლას, ტელეწამყვანი ამბობს, რომ ხარჯები უშუალოდ მისმა გუნდმა დაფარა. მოსკოვში ჩასასვლელი თანხა მას დამატებით არავისგან არ მიუღია.
კარლსონი იმასაც ამბობს, რომ ილონ მასკისგან მიღებული აქვს პირობა და პუტინთან ჩაწერილ ინტერვიუს სოციალურ ქსელ X-ში არ დაბლოკავს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა უარყო კარლსონის ბრალდებაც, პუტინთან დაგეგმილი ინტერვიუს ჩაშლის შესახებ.
კარლსონი ამბობს, რომ პუტინთან ინტერვიუ, მონტაჟის გარეშე, მალე გამოქვეყნდება და მის გაცნობას ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფასოდ შეძლებს.
/ინფორმაციას რუსული მედიის ტელეგრამ-არხები ავრცელებენ/
0
0
საბა ბუაძე: "ლელო" ფორმალურადაც დავტოვე
10/09/2025