Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ქალაქ ჰონოლულუში ავსტრალიის ელჩმა კევინ რადმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტაივანთან ომის გლობალური შედეგები ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომის გავლენა იყო, რაც მსოფლიოს „რადიკალურად განსხვავებულ ადგილად“ აქცევს.
”სისულელე იქნება, თუ ვუგულებელყოფთ ჩინეთის სამხედრო სიგნალების მზარდ რეალობას, მათ შორისაა მისი უახლესი სამხედრო წვრთნების მაგალითი. ჩინეთის მოქმედება დამოკიდებული იქნება მის მიერ აშშ-ის შეკავების ძალის აღქმაზე. აშშ-ს, ჩინეთსა და ტაივანს საერთო ინტერესი აქვთ ტაივანის მომავალთან დაკავშირებულ ღია სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებაში.
ეკონომიკური ხარჯები, შიდა პოლიტიკური ზემოქმედება და გაუგებარი გეოსტრატეგიული შედეგები, რომლებსაც ტაივანთან ომი გამოიწვევდა, სავარაუდოდ, ისეთი მასშტაბის იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვინახავს. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი (ამერიკის გამარჯვება, ჩინეთის გამარჯვება თუ „სისხლიანი ჩიხი“), სავარაუდოდ, მსოფლიო ამ ომის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული გახდება, ვიდრე აქამდე იყო”, - თქვა კევინ რადმა.
როგორც ცნობილია, ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობისკენ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯს.
ტაივანი კი ჩინეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ პრეტენზიებს უგულებელყოფს.
ტაივანსა და შეერთებულ შტატებს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, რადგან ვაშინგტონი ოფიციალურად აღიარებს პეკინს, თუმცა კანონით ვალდებულია, ტაივანი თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოს. აშშ კუნძულის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერია.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისიდან
07/05/2026