
ტაივანის მატერიკის საქმეთა საბჭომ (ჩინეთთან მაკავშირებელი ორგანო) პრესკონფერენცია გამართა და ჩინეთს სამხედრო წვრთნების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"ტაივანი კატეგორიულად აპროტესტებს მიმდინარე წვრთნებს. მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ შეწყვიტოს თავისი ალოგიკური სამხედრო პროვოკაციები. საბჭოს კვლევების თანახმად, ტაივანელთა 92%-ზე მეტი გმობს კუნძულის მიმდებარე წყლებში ჩინეთის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს. ტაივანის სრუტესთან მშვიდობის მიღწევა გლობალური პრობლემაა. სრუტეებს შორის განვითარებული მოვლენები საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია.
პეკინმა უნდა გაიგოს, რომ თავისი დამაშინებელი ტაქტიკით ხალხის მხარდაჭერასა და ნდობას ვერ მოიპოვებს. ეს მხოლოდ გაზრდის დაძაბულობას ორივე მხარეს შორის და გაამწვავებს რეგიონულ არასტაბილურობას", - განუცხადა ჟურნალისტებს ტაივანის მატერიკის საქმეთა საბჭოს პრესსპიკერმა ლიან ვენ-ჩიემ.
0
0