02/11/2023
11:17
მსოფლიო
ტაილანდის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ „ჰამასთან” მოლაპარაკებები გამართეს, რათა მძევლად აყვანილი მათი მოქალაქეების გათავისუფლება უზრუნველყონ.
როგორც ტაილანდის მოლაპარაკებების მისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა დეპუტატმა არიპენ უტარასინმა განაცხადა, ის „ჰამასის“ წარმომადგენლებს თეირანში 26 ოქტომბერს შეხვდა და მათგან მიიღო გარანტია, რომ ტაილანდელ მძევლებს "შესაფერის დროს" გაათავისუფლებენ.
”მე მათ მძევლების გათავისუფლება ვთხოვე, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან”, - განუცხადა უტარასინმა ჟურნალისტებს ბანგკოკში.
როგორც ცნობილია, „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, სამხრეთ ისრაელიდან, სულ მცირე, 19 ტაილანდელი ფერმის მუშა გაიტაცა; ბევრი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ისრაელში, ფერმებსა და ბაღებში 25000-ზე მეტი ტაილანდელი მუშაობს.
0
0