
ველსელმა პენსიონერმა და ყოფილმა ფოსტალიონმა როდნი ჰოლბრუკმა აღმოაჩინა, რომ ყოველ საღამოს მის ფარდულს თაგვი ალაგებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჰოლბრუკმა შენიშნა, რომ ფარდულში მიყრილი ნივთები დილაობით დალაგებული ხვდება. პენსიონერმა გადაწყვიტა გერკვია რაში იყო საქმე და ფარდულში კამერა დაამონტაჟა და საოცარი კადრები მიიღო. აღმოჩნდა, რომ თაგვი ყველა დაყრილ წვრილმანს იღებს და მაგიდაზე, ყუთში ალაგებს. 75 წლის პენსიონერის თქმით, თაგვი მის ფარდულს დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ალაგებდა.
„თავიდან შევნიშნე, რომ საჭმელი, რომელსაც ჩიტებისთვის ვტოვებდი, რატომღაც ფარდულში შენახულ ძველ ფეხსაცმელში აღმოჩნდა. თაგვი ძირითადად ღამე ალაგებს. ჩემი აზრით, პროცესისგან სიამოვნებასაც კი იღებს“, - ამბობს ჰოლბრუკი.
ის ვარაუდობს, რომ თაგვი მის მიერ დატოვებულ წვრილმანებს თხილეულის შესანახად იყენებს, თუმცა ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობა ორივეს აწყობს - თაგვსაც და ადამიანსაც.
0
0