12/11/2022
11:58
სხვადასხვა
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც 11 ნოემბერს ჟურნალ “Science Advances”-ში გამოქვეყნდა, თაგვებს მუსიკისთვის თავის აყოლება და მუსიკასთან მოძრაობის შეწყობა შეუძლიათ - აქამდე გვეგონა, რომ ეს უნარი მარტო ადამიანებს გააჩნდათ.
ეს აღმოჩენა არა მარტო ცხოველების გონებას, არამედ ცეკვის უნარის ევოლუციასაც ეხება.
თაგვები მოცარტის სონატაზე აცეკვდნენ
ექსპერიმენტისთვის თაგვებს პაწაწინა უსადენო აქსელერომეტრები ჩაუნერგეს - მოწყობილობა, რომელსაც თავის ოდნავი გამოძრავების დაფიქსირებაც შეუძლია. შემდეგ მოცარტის სონატის ორი პიანინოსთვის დე მაჟორში (K. 448) ერთწუთიანი ნაწყვეტები გააჟღერეს ოთხჯერ, სხვადასხვა ტემპში - რეალური ტემპის 75, 100, 200, 400 პროცენტში.
მოცარტის სონატის რეალური ტემპი 132 ბპმ არის. ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, თაგვების მუსიკასთან სინქრონიზაცია ყველაზე ზუსტი 120-140 ბპმ ტემპის დროს იყო. საინტერესო ისაა, რომ ადამიანებიც ზუსტად იდენტურ ბპმ-ს დიაპაზონში ავლენენ საუკეთესო სინქრონიზაციას მუსიკის ტემპთან ("ბიტი").
თაგვებს Queen-იც მოეწონათ
თაგვებისთვის მოცარტის გარდა სხვა ნაწარმოებებიც დაუკრეს: ლედი გაგას “Born This Way”, მაიკლ ჯექსონის “Beat It”, Queen-ის “Another One Bites the Dust" და Maroon 5-ის ”Sugar".
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვები და ადამიანები მუსიკასთან ერთად თავს ერთ ტემპში აქნევდნენ და ტემპის ზრდასთან ერთად თავის ქნევას უკლებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებს ხმაზე რეაგირება შეუძლიათ, ან შეუძლიათ გაიწვრთნან რათა მუსიკის ხმაზე იმოქმედონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გააჩნიათ ადამიანებივით განვითარებული გონება ან მოტორული მექანიზმები, რაც ადამიანების უნარს განაპირობებენ მუსიკის ტემპი ინსტინქტურად გამოიცნონ, მასზე რეაგირება მოახდინონ, ან საერთოდაც ის წინასწარ განსაზღვრონ. ამ უნარს მუსიკალური დარტყის სინქრონიზაცია ეწოდება.
ეს უნარი გენეტიკითაა განპირობებული. ნავარაუდები იყო, რომ ამ უნარს მარტო ადამიანები ფლობდნენ. ტოკიოს უნივვერსიტეტის ახალი კვლევა ამ ვარაუდს უგულვებელყოფს.
“თაგვებმა შინაგანი - ყველანაირი ადრეული წვრთნისა თუ მუსიკასთან შეხების გარეშე - მუსიკალური დარტყმის სინქრონიზაცია გამოავლინეს,” - ამბობს ჰიროკახუ ტაკარაში, ასოცირებული პროფესორი ინფორმაციული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უმაღლესი სკოლიდან.
“მერე რა?”
გავიგეთ, რომ თაგვებს რიტმის შეგრძნება აქვთ, მაგრამ ეს რაში გვხმარება? რა მნიშვნელობა აქვს ამ აღმოჩენას? ტაკაჰაში ხსნის, რომ “მუსიკას ტვინზე ძლიერად მოქმედებს და მას ემოიციებზე და შემეცნებაზე მნიშვნელობანი გავლენა აქვს. მუსიკის სხვა მიზნებისთვის ჭკვიანრად გამოსაყენებლად, ამ ახალაღმოჩენილი ფაქტის ნევროლოგიური საფუძველი უნდა გამოვიკვლიოთ.”
მეცნიერების ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ოპტიმალური სინქრონიზაციისთვის ტემპი, ბპმ, ორგანიზმის შინაგანი დროით განისაზღვრება. ეს შინაგანი საათი ცხოველების სახეობს შორის განსხვავდება.
საბოლოოდ კი ისევ ხელოვნურ ინტელექტს ვუბრუნდებით.
“მე მაინტერესებს როგორ, რატომ და რა ტვინის მექანიზმები ქმნიან უმაღლესი ხელოვნების, მუსიკისა და რელიგიის აღქმას,” - ამბობს ტაკაჰაში.
“მე მჯერა, რომ ეს არის ის მთავარი კითხვა, რომლის პასუხის გაცემის შემთხვევაშიც, ჩვენ გვეცოდინება, რომ ადამიანის ტვინი შევიცანით. ეს ინფორმაცია შემდეგი თაობის ხელოვნური ინტელექტის შექმნაში დაგვეხმარება.”
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0