
„მივმართავ საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციას. ვფიქრობ, მთავრობის შეგნებული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი უმოქმედობის ფონზე, ყველაზე სწორი იქნება, თუ საქართველოს სრული დეოკუპაციისა და 2008 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების შესახებ მოთხოვნას დავაყენებთ.
ეს უკვე გააკეთა მოლდოვამ და სრულიად ცხადია, ეს ინიციატივა დასავლეთთან შეუთანხმებელი ვერ და არ იქნებოდა. ამას მოელიან ჩვენგან უკრაინელები და საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ნაწილობრივ მაინც გადაარჩენდა საქართველოს რეპუტაციას და მყარ საფუძველს შექმნიდა ეროვნული თანხმობის მთავრობისთვის და, მკაფიოდ წარმოაჩენდა ქართველი ხალხის ურყევ და უალტერნატივო ნებას, იყოს დასავლური ოჯახის წევრი.
ამ მთავრობის ხელისუფლებაში ჰყოფნის ყოველი დამატებითი დღე, სასიკვდილო საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. მხოლოდ დასავლურ ოპოზიციას, კარგად გააზრებული და აწონ-დაწონილი, მაგრამ, ამავე დროს, გამბედავი და მკაფიო მოქმედებით, შეუძლია იხსნას ჩვენი სამშობლო სრული კატასტროფისგან!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0