
რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე მასირებული იერიში მიიტანა, დაზიანებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის, „სუსპილნესა“ და რადიო „დნიპროს“ შენობა.
იერიშის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა.
„სუსპილნეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შენობაში ამ დრომდე ხანძარია, ჩამსხვრეული ფანჯრები, შენობის იატაკი და სახურავი დაზიანებულია. მათივე თქმით, იერიშის დროს შენობაში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.
ამასთან, იერიშის შედეგად დაზიანდა დნეპრის რკინიგზის სადგური.
ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ცხრა მოქალაქე.
საერთო ჯამში, ღამით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 114 დრონი და ოთხი რაკეტა გაუშვა, აქედან 70 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო.
0
0
Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა
18/11/2025