სუსი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
10/12/2021
19:15
კონფლიქტები
A-
+A
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ. მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის უკანონო ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას“,- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
654
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%