06/05/2023
12:16
სამართალი
ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩა მგელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არანაირი სახის ტერორისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს.
„აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები, არ მიმდინარეობს ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება. მეტსაც გეტყვით, სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ოპერატიულად გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს. ამასთან, ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ თურქულ მხარეს და, შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა და სხვადასხვა დანაყოფმა თურქეთის ორ ლოკაციაზე ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს გუშინ, 5 მაისს“, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ ბრიფინგზე.
0
0