
"ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობობაზე საუბრისას განაცხადა.
"სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს.
ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურა, რომელიც მინიმუმ არ შეიმჩნევს ისეთ უმნიშვნელოვანეს უმნიშვნელოვანეს ვიზიტს, როგორიც იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხვალ - 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.
0
0