ვინც სალომე ზურაბშვილს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალეო, ან მავნებლობს შეგნებულად, ან არის იდიოტი და წარმოდგენა არ აქვს, რომ გამორიცხულია შეწყალება ტექნიკურადაც და იურიდიულადაც. ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, შეწყალება ხდება დამდგარ განაჩენზე.
„ახლა რომ დაწეროს სალომე ზურაბიშვილმა შეწყალება, მისი კარი გაიღება და პენიტენციური სამსახური ვალდებულია, გამოუშვას, მაგრამ მას აქვს ორი მიმდინარე ბრალი, რომელზეც განაჩენი არ დამდგარა. ამიტომ იქვე, მოსაცდელში დახვდება პოლიცია და შეაბრუნებს უკან. მაგალითად, ნიკა გვარამია შეგნებულად მავნებლობს, რადგან ის იყო მთავარი პროკურორი, კარგი იურისტია და ძალიან კარგად იცის, რომ გამორიცხულია სააკაშვილის შეწყალება. ზუსტად იმას აწვებიან, რომ სურთ სააკაშვილთან ქულები ჩაიწერონ. ასევე უნდათ სალომე ზურაბიშვილი გააბანძონ. სხვანაირ ახსნას ამას ვერ ვუძებნი. წინმსწრებად შეწყალება არ ხდება“ - განაცხადა ელისაშვილმა.
0
0